|
2018-02-01 15:14:08, 2783 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: სასამართლო 5 თებერვლისთვის გადაიტანეს - ეშინიათ, მარშზე უფრო მეტი ადამიანი არ მოვიდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა, სადაც მისი დეპორტაციის საკითხი უნდა განიხილონ, 5 თებერვლისთვის გადაიდო. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმრთვაში განაცხადა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სხდომის გადადების მიზეზი 4 თებერვალს დაგეგმილი მარშია. "სასამართლო სხდომა, ჩემს დეპორტაციასთან დაკავშირებით 5 თებერვლისთვის გადაიტანეს, რადგან ეშინიათ 4 თებერვლის მარშზე უფრო მეტი ადამიანი არ გამოვიდეს. მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს აქციაზე, რადგან ამის უამრავი მიზეზი არსებობს. მათ უგულებელყვეს ჩვენი მოთხოვნები კანონებთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებენ ხალხის აზრს და საერთოდ ცუდად იქცევიან. იცით, ცხრა წელი პრეზიდენტი ვიყავი და არც ერთხელ არ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ სეიშელის ან მალდივის კუნძულებზე დამესვენა. უკრაინაში გვყავს პეტრო მალდივსკი და იურა სეიშელსკი. ისინი მოსახლეობას დასცინიან და ომის დროს დასასვენებლად მიდიან. რაც ყველაზე მთავარია ხალხის ფულებით ისვენებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - როგორც არ უნდა მომექცნენ, მგონია რომ ხალხი მარშზე უნდა გამოვიდეს არა სააკაშვილისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვალოს, იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ხალხის იმედი არ გაამართლა, პოსტი დატოვოს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ბევრნი უნდა ვიყოთ. გელოდებით 4 თებერვალს, 12:00 საათზე შევჩენკოს პარკთან", - განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)