|
2018-01-31 10:31:53, 2262 ნახვა
პოლიტიკა
პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
პრაღაში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება. „შევეხებით ჩვენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ, შევეცდებით გავარკვიოთ მათი პოზიცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ დეკემბერში გააფორმა კონტრაქტი, შვეიცარიულ კომპანიასთან, დავაზუსტებთ რუსეთის პოზიციას. იქ არის კითხვები და შევეცდებით მოვისმინოთ, რა აქვთ მხედველობაში. ჩვენი მხრიდან ყოველთვის კეთდება აქცენტი იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)