10:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 12:30:04, 1798 ნახვა

კომენტარი
კალაძე ბაგა-ბაღებზე: ძალიან სწრაფად დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დახურულ ბაგა-ბაღებში რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღების საკითხით ის თანამდებობის დაკავებისთანავე დაინტერესდა.

"როგორც კი, მოგვეცა უფლებამოსილება, დავიწყეთ ბაგა-ბაღების შესწავლა. ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტების ამაღლება და არსებული სიტუაციის გაუმჯობესება. შესაბამისად, დავუკვეთეთ კვლევა ყველა ბაღს კვლევის ჩატარება. როდესაც მივიღეთ სრული დასკვნა მაშინვე ჩვენი მხრიდან მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომ აღდგენილი იყოს  და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ბაღებს", - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ავარიულობის გამო დახურული 4 საბავშვო ბაღიდან ჯგუფები  მიმდებარე 11 ბაღში გადანაწილდნენ.  პროცესს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics