|
2018-01-28 11:36:47, 2285 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი კიევში საპროტესტო მარშისთვის ემზადება
შინაპატიმრობის მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო მარშისთვის ემზადება. როგორც მან „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,საპროტესტო მსვლელობა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, 4 თებერვალს გაიმართება. სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს. კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კარვების, დაპირისპირების და რევოლუციის გარეშე, ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში და საქართველოში გეგმავს. შეგახსენებთ, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)