22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 18:36:56, 1148 ნახვა

რეგიონი
ფინელები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ფინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Matka Nordic Travel Fair“ გაუწია. გამოფენის ვიზიტორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეცნობოდნენ. ზღვისა და მთის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურისტულმა მიმართულებამ მიიპყრო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. 

„Matka Nordic Travel Fair“ ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენაა. წელს, მასზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 80 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. მას ყოველწიურად 50 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. 

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 27 ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენებზე გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, ისრაელსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics