|
2018-01-26 10:59:10, 2597 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა. „ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მივირებთ მონაწილეობას და ასევე შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტს, ბარონ დივავეს ვაქას“,- განაცხადა კოვემ. მან აღნიშნა, რომ „ოფიციალურ“ შეხვედრაზე, მხარეები მომავალ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პერსპექტივებს განიხილავენ. ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა, ე.წ. ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია შედიან. ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)