|
2018-01-25 15:12:56, 2034 ნახვა
კომენტარი
ია პოზოვი: მიკაილ კადიევის განაცხადი არ აკმაყოფილებდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის მიკაილ კადიევის საკითხი შეისწავლა და დაადგინა, მას არანაირი კრიტერიუმი არ აქვს, რომ ლტოლვილის სტატუსს იმსახურებდეს, - ამის შესახებ სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსმა ია პოზოვმა განაცხადა. როგორც უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მიკაილ კადიევმა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩიივრა. "ეს ადამიანი არ აკმაყოფილებდა არც ლტოლვილის და არც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს. შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომ, რომელიც არის ბოლო ინსტანცია აღნიშნულ საკითხებზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვა ძალაში სამინისტროს გადაწყვეტილება", - განაცხადა ია პოზოვმა. ცნობისთვის, დაღესტნელმა საზოგადოებრივმა აქტივისტმა საქართველოს ლტოლვილტა მინიჭების სტატუსის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უწყებამ მას სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ თუ მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდება, მას საფრთხე ემუქრება. ის ჩეჩნეთში უფლებადამცველების მიმართ ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)