|
2018-01-24 15:59:44, 2441 ნახვა
პოლიტიკა
გროზნოს მერმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა
გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, ის საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ხუჩიევმა აღნიშნა, ვიზიტის დროს ის შვებულებაში იყო. მან ყველას მოუწოდა ამ თემაზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. "ბულვარული პრესა ჩემს საქართველოში ვიზიტსა და საიდუმლო შეხვედრებზე ჯაშუშების შესახებ საუკეთესო ფილმების ჟანრში წერს. სინამდვილეში მე 9 იანვრიდან ოფიციალურ შვებულებაში ვარ და საქართველოში ტურისტული მიზნით ვიმყოფებოდი. მოვუწოდებ ლეგენდების ყველა მაძიებელს, დააოკონ ფანტაზია და საჭირბოროტო საკითხებით დაკავდნენ", - განაცხადა გროზნოს მერმა. შესაბამისი განცხადება გროზნოს მერიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მანამდე Kommersant.ru წერდა, რომ საქართველოში მყოფი მუსლიმ ხაჩიევი თბილისსა და ბათუმში ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ხუჩიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)