|
2018-01-24 10:16:46, 2016 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წამოწევის მიზნით, საერთაშორისო ფორმატებში ღონისძებები იგეგმება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ განაცხადა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის პლატფორმების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ ღონისძიებებს საერთაშორისო ფორმატებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და ერთ-ერთი მათგანი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები",- განახადა სოფიო ქაცარავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)