|
2018-01-23 11:56:53, 1514 ნახვა
სამართალი
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა - საია ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც საიას წარმოებაში არსებულ 4 საქმეზე (თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების აღუსრულებლობას შეეხება. „კერძოდ, 2010 და 2014 წლებში საიამ ევროპულ სასამართლოს სხვადასხვა საჩივრით მიმართა, რომლებშიც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულების: აქციის მონაწილეების, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და ჟურნალისტების, ასევე #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, კ. თ.-ის დედის ინტერესებს წარმოვადგენდით. აღნიშნულ საჩივრებთან მიმართებით, 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს ცალმხრივი დეკლარაციები წარუდგინა. დეკლარაციის ფარგლებში სახელმწიფომ მომჩივნების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა, მათ შორის, ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობა აღიარა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მომჩივანთა მიმართ განხორციელებული დარღვევების ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის პირობების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები აღარ საჭიროებდა შემდგომ განხილვას და შესაბამისი განჩინებებით ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. მიღებულ განჩინებებში სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ შეასრულებდა ცალმხრივი დეკლარაციით აღებულ ვალდებულებებს, მომჩივნებს შესაძლებლობა ჰქონდათ ევროპული სასამართლოსთვის მათი საქმეების განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენის მოთხოვნით მიემართათ. საია, 2015 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული განჩინებების აღსრულებას აქტიურად აკვირდება. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების საფუძველზე, მომჩივანთა მიმართ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციით ვალდებულების აღებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, გამოძიება დღემდე გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მომჩივანთა უმეტეს ნაწილს, მათი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა არ გააჩნიათ. ევროპული სასამართლოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირთა უმრავლესობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული მიმდინარე გამოძიების თაობაზე. ამასთან, მომჩივანთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები“,-ნათქვამია საიას-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ასაბუთებს, რომ, მათი ინფორმაციით, სახელმწიფომ არ შეასრულა ცალმხრივი დეკლარაციით აღებული ვალდებულება - ეწარმოებინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მომჩივანთა მიმართ განხორციელებული დარღვევების სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრების აღდგენას და მათ არსებით განხილვას ითხოვს. „საიას ეს საჩივარი საქართველოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, პირველი კომუნიკაციაა რომელსაც ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით განიხილავს. ამავდროულად, საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საქმე დამატებით ადასტურებს საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებას. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტი“,-აცხადებენ საია-ში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)