|
2018-01-23 11:32:30, 2633 ნახვა
პოლიტიკა
იოზვაკი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა სამშაბათს მოხდება
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოსა და უკრაინის საკითხს განიხილავენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლის გამო, შეშფოთებულები არიან. „ ევროკავშირი უკმაყოფილოა უკრაინის კანონპროექტით ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეჩერების რეალური საფრთხე არ არსებობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გამო. შეჩერების მექანიზმის შესახებ დეტალების განხილვა სამშაბათს მოხდება“, - წერს ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)