|
2018-01-20 11:33:42, 1980 ნახვა
კომენტარი
პროკურორი 3 პირის დაჭრაში ბრალდებულზე: მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს
გმირთა მოედანზე 3 ადამიანის დაჭრის საქმის პროკურორის ნიკოლოზ ნინიძის განცხადებით, ბრალდების მხარე საბა სამუშიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. "ვინაირად არის ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე - მიმალვის და ასევე მტკიცებულებების განადგურების. ბრალდების მხარეს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო სრულად გაიზიარებს ჩვენს დასაბუთებას. გუშნ ბრალდებული გადაყვანილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში. დანიშნული აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დასკვნა ჯერ მიღებული არ გვაქვს. აქედან გამომდინარე მას არენიშნება თუ არა დაზიანებები და რა სახის დაზიანებებია, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მიიღებს დასკვნას", - განაცხადა ნიკოლოზ ნინიძემ. ცნობისთვის, საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. ესენია: 117 მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), 118 მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც 3დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება) და 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება). შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. მანამდე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)