|
2018-01-19 15:51:03, 2212 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონი: კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შევძლებ
კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ ავტონომიის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შეძლებს, რადგან „ახალი ტექნოლოგიები ასეთ შესაძლებლობას იძლევა“. Catalunya Radio-სთან ინტერვიუში მიცემულ ინტერვიუში პუჩდემონმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ციხის საკნიდან მართვას ჯობია. „დღეს მსხვილი პროექტები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იმართება. ასეთი პირობები არ მომწონს, მაგრამ სჯობს ვუხელმძღვანელო მთავრობას ბრიუსელიდან, ვიდრე ციხიდან. პარლამენტის რეგლამენტში ამას არაფერი არ ეწინააღმდეგება. ციხიდან მე ვერაფერს გავაკეთებ, აქ კი მუშაობა და ინსტიტუტების ღირსების დაცვა შემიძლია“, - განაცხადა პუჩდემონმა. პუჩდემონის თქმით, მას, როგორც დეპუტატს, ყველანაირი უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარე გახდეს. „კანონიერად შემიძლია მივიღო მონაწილეობა და იმედია ამის უფლებას, როგორც დეპუტატს, ისე მომცემენ. მე შემიძლია ვიყარო კენჭი, კატალონიის ხელმძღვანელის პოზიციაზე“,– განაცხადა პუჩდემონმა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ის მართმსაჯულებას არ ემალება. „მე მართლმსაჯულებას არ ვემალები. ბელგიაში ჩემი ნებით ჩამოვედი და როდესაც ჩემი დაკავების ორდერი გაიცა, მე შესაბამის ორგანოებში გამოვცხადდი, მაგრამ შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ორდერი უკან გაიწვია“, - აღნიშნა კარლეს პუჩდემონმა. მისივე თქმით, კატალინიის დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვის. „იმედს არ ვკარგავ. რატომ უნდა დავნებდეთ? უარს ვერ ვიტყვი იმაზე, რასაც ხალხმა ხმა მისცა“, - განაცხადა პუჩდემონმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)