09:14 - 28 Jul, 2026
|
2018-01-16 12:57:05, 2437 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს
ევროპარლამენტის დეპუტატი პიატრას აუშტრიავიჩუსის შეფასებით, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, ამ ქვეყნებმა ევროპელ პარტნიორებს „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“ ფარგლებში თანამშრომლობის საერთო ხედვა უნდა წარუდგინონ და დასძინა, რომ ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვის წარმატება ასოცირების შესახებ შეთანხმებების რეალიზებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული, რომელთა დებულებების იმპლემენტაციამაც ეფექტურ შიდა რეფორმებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი. ინფორმაციას Eurointegration.com ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)