14:35 - 07 Jul, 2026
|
2018-01-11 19:01:54, 2727 ნახვა
მსოფლიო
ეთიოპიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბავშვების შვილად აყვანა აკრძალა
ეთიოპიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბავშვების შვილად აყვანა აკრძალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აკრძალვის მიზეზად საფრთხე დასახელდა, რომლის ქვეშაც შესაძლოა, ბავშვები აღმოჩნდნენ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თვითონ უნდა უზრუნველყოს ბავშვებზე ზრუნვა, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეთიოპიიდან გაშვილებული ბავშვების უმრავლესობა, აშშ-ი ცხოვრობს. ამერიკელი წყვილების მიერ ნაშვილები ბავშვების 20% ეთიოპიიდან არიან. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტია. თუმცა, 2013 წელს ტრაგიკულ შემთხვევა მოხდა, ერთ-ერთმა ამერიკელმა წყვილმა ეთიოპიიდან შვილად აყვანილი ბავშვი მოკლა. მომხდარმა ეთიოპიაში საჯარო განხილვები გამოიწვია.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)