|
2018-01-11 11:38:06, 2092 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის მმართველმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა
პოლონეთის მმართველმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა და სანაცვლოდ მისი გამკაცრებული ვერსია წარადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველად ქალთა უფლებადამცველმა კომისიამ წარადგინა, ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის ჩატარების ყველა აკრძალვას აუქმებდა. ის ასევე ემსახურებოდა სექსუალური განათლების ამაღლებასა და კონტრაცეპტივებთან წვდომის გამარტივებას. მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტს სანაცვლოდ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც აბორტის ამკრძალავი კომისიის მიერ იყო ინიცირებული და რომლის მიხედვითაც, აბორტის გაკეთება მაშინაც კი დაუშვებელია, როცა ნაყოფი დაზიანებულია. პოლონეთში 1993 წელს მიღებული კანონით, აბორტი დასაშვებია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)