|
2015-05-12 13:40:51, 578 ნახვა
სამართალი
17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 17 მაისის საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლსების მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე, დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. 13 პირს და 1 არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფომ 1500-დან 4000-მდე ევრო უნდა აუნაზღაუროს. კერძოდ, 13 პირს ჯამში 32 000, "იდენტობას" კი, 1 500 ევრო უნდა აუნაზღაურონ. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს. განაჩენის გამოტანის დღიდან ანაზღაურება დაზარალებულებისთვის 3 თვის ვადაში უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)