13:25 - 07 Jul, 2026
|
2018-01-10 15:25:28, 2374 ნახვა
მსოფლიო
„ნაცვლად საქმისა, ათასი სისულელით ვართ დაკავებული“ - სააკაშვილი დაკითხვაზე მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. როგორც ექს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კანონმორჩილი მოქალაქეა და ამიტომ, გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა დასძინა, რომ "ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეუშალონ". "მე ვესწრები ყველა დაკითხვას, ვაწერ ხელს სხვადასხვა საბუთს, ვესწრები ყველა სასამართლო პროცესს, თუმცა ყველანი სისულელეებით ვართ დაკავებულები. ათასი სისულელით ვართ დაკავებული, იმის მაგივრად რომ საქმეს მივხედოთ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ჩვენ "გვაბოლებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)