11:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 12:12:06, 1230 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების  IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეული მონაწილეობდა.

სამხედრო სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელის აფეთქების შემდეგ, შიდა პატრულის ჯგუფების მოქმედებები, დაშავებულის ევაკუაციის პროცედურები და პოზიციების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდები დახვეწეს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ.

ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სწავლება საცეცხლე მომზადებაშიც ჩაუტარდა. ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics