13:26 - 07 Jul, 2026
|
2018-01-09 13:56:51, 2324 ნახვა
მსოფლიო
იოჰანესბურგში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 200-მდე ადამიანი დაშავდა
იოჰანესბურგში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად 200- მდე ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც Times of South Africa იუწყება, გელდენჰუის სადგურში შესული მატარებელი, გაჩერებულ მატარებელს დაეჯახა. შედეგად, ორივე მათგანი გადაბრუნდა. დაშავებულები ქალაქ სპრინგში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაცით 30 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. სამხრეთ აფრიკაში ეს უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა ბოლო დღეების განმავლობაში. ხუთშაბათს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებელი შეეჯახა, შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)