13:25 - 07 Jul, 2026
|
2018-01-09 12:55:24, 2148 ნახვა
მსოფლიო
იტალიასა და გერმანიაში მაფიოზურ ორგანიზაცია „ნდრანგეტასთან“ კავშირის გამო, 170-მდე ადამიანი დააკავეს
იტალიასა და გერმანიაში მაფიოზურ ოგანიზაცია „ნდრანგეტასთან“ კავშირის გამო, 170-მდე ადამიანი დააკავეს. ფარაოსა და მარინკოლას კლანების წინააღმდეგ სპეცოპერაცია კალაბრიას რეგიონის გარდა, რომელიც „ნდრანგეტას“ სამშობლოდ ითვლება, ჩრდილოეთ იტალიასა და გერმანიაშიც ჩატარდა. „გამოძიების შედეგად გამოვლენილია ეკონომიკისა და მეწარმეობის სხვადასხვა სფეროებში შეღწევის მაღალი მაჩვენებელი, რომლის საშუალებით მაფიოზური ორგანიზაცია ნამდვილ „კრიმინალურ ჰოლდინგად“ ჩამოყალიბდა. შედეგად, მილიონობით ევროს ღირებულების საქმეებით იყო დაკავებული“, - ნათქვამია იტალიური პოლიციის განცხადებაში. გამოძიების შედეგად, დაყადაღებულია 50 მილიონი ევრო და რამდენიმე ადგილობრივი მაღალჩინოსანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)