13:26 - 07 Jul, 2026
|
2018-01-09 12:31:31, 2199 ნახვა
მსოფლიო
პენსი: ჩრდილოეთ კორეა სეულთან მოლაპარაკებას აშშ-ის ზეწოლის გამო დათანხმდა
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სეულთან მოლაპარაკებაზე აშშ-ის დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გამო დათანხმდა. "პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაზე უპრეცედენტო ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა მოახდინა. ვფიქრობ, ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები არის შედეგი იმ ზეწოლისა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა განახორციელა ჩრდილოეთ კორეაზე", - განაცხადა მაიკ პენსმა. ამასთან, პენსის თქმით, ამერიკა არ აპირებს თავისი პოლიტიკის შეცვლას ფხენიანის მიმართ. „ ჩვენ არ შევარბილებთ პოზიციას მანამ, სანამ ფხენიანი ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის“, - დასძინა პენსმა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)