13:26 - 07 Jul, 2026
|
2018-01-09 11:28:30, 2163 ნახვა
მსოფლიო
H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს
შვედური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. ბრალდების მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც სვიტერი, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია. ფოტო H&M-ის ვებგვერდის ბრიტანულ ვერსიაზე გამოქვეყნდა. ამ ფაქტის გამო სოციალური ქსელის მომხმარებლები ცნობილი ბრენდისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდნენ. პროტესტის შემდეგ, კომპანიამ რეკლამა წაშალა და ბრენდის წარმომადგენლმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. „ჩვენ გულწრფელად ბოდიშს ვუხდით ხალხს ამ ინციდენტის გამო, ჩვენ გვჯერა მრავალფეროვნების და აუცილებლად გადავხედავთ შიდა პოლიტიკას რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ბრენდის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)