|
2018-01-04 19:41:25, 2653 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანული მედია: ტრამპს პრეზიდენტობა არ სურდა - მისი მიზანი პოპულარობა იყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ლიდერის პოსტის დაკავება არ უნდოდა, - ამის შესახებ ბრიტანული პრესა ჟურნალისტის მაიკლ უოლფის წიგნზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა Times-ი წიგნის ამონარიდს ავრცელებს: "არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე, რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვების არც სჯეროდა და უფრო მეტიც, თვლიდა, რომ პრეზიდენტის პოსტი არ უნდა დაიკავოს". წიგნში ასევე წერია, რომ "წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მისი მიზანი არ იყო გამარჯვება. მოქმედ პრეზიდენტს პოპულარობა სურდა. ის მიიჩნევდა, რომ შექმნიდა ახალ ბრენდს და ამით ძალაუფლებასა და ცნობადობას მოიპოვებდა. არჩევნებში მისი წაგება ყველასთვის ხელსაყრელი იქნებოდა. ტრამპის გარემოცვაში მყოფები ცნობილები გახდებოდნენ და პარალელურად რესპუბლიკელი კანდიდატი დემოკრატი კანდიდატისგან დაბეჩავებულის იმიჯს მოირგებდა და ხალხში ამით მოწონებას დაიმსახურებდა", - წერს წიგნის ავტორი. ჟურნალისტი ამბობს, რომ "ტრამპის სახე ნელ-ნელა იცვლებოდა, როდესაც წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. წყნარი და გაწონასწორბული ტრამპი შეშლიად იქცა. მელანია ტიროდა და ეს არ იყო სიხარულის ცრემლები. ასეთი იყო ტრამპი თავიდან, მოგვიანებით კი, თვითონაც დაიჯერა, რომ პრეზიდენტობას იმსახურებდა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)