13:25 - 07 Jul, 2026
|
2018-01-04 16:55:45, 2777 ნახვა
მსოფლიო
ნოვოსიბირსკში, ფეხსაცმლის ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 10 ადამიანი
ნოვოსიბირსკში ფეხსაცმლის ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ჩინეთის, ყირგიზეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან. მედიის ცნობით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. მუშებმა სახანძრო ბრიგადების მისვლამდე ხანძრის ლოკალიზება საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა კვამლით გაიგუდნენ. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)