|
2018-01-03 19:05:22, 2907 ნახვა
მსოფლიო
ირანის გუშაგთა საბჭო: ამბოხი დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია
ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარიმ, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე, "ამბოხის" დამარცხების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. „ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეები ან უსაფრთხოების საფრთხეები არ იმუშავებს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არეულობა დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია“, - აღნიშნა ჯაფარიმ. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი.მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აქციების მონაწილეებს აფინანსებენ და იარაღსაც აწვდიან. შეგახსენებთ, რომ ანტისამთავრობო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების დროს დაიღუპა 22 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)