|
2018-01-03 18:10:30, 2758 ნახვა
მსოფლიო
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „ელეონორა“ დაატყდა თავს
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი, "ელეონორა" დაატყდა თავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიამ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და გერმანიის დასავლეთ რაიონები დააზარალა. მედიის ცნობით, ქალაქ კიოლნში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომელმაც ქუჩაში გაჩერებული მანქანები დააზიანა.სტიქიის გამო რამდენიმე მაგისტრალიც დაიკეტა. გარდა ამისა, უამინდობის გამო საფრანგეთის ჩრდილოეთ რაიონებში 200 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერი ქარიშხლის გამო ტურისტებისთვის ეიფელის კოშკი დროებით დაიკეტა. ხელისუფლების თქმით, სტიქიის გამო სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალ „ელეონორის“ სიჩქარემ საათში 140 კილომეტრს მიაღწია. ამსტერდამში სტიქიამ საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა. ძლიერი ქარის გამო 200-მდე რეისი გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)