07:07 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 11:18:39, 2382 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2017 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების დონის შეცვლაა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი შეძლებს ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს.

„4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრულია იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე, რჩება რა თქმა უნდა ერთ-ერთ მთავარი შემადგენელ ნაწილად ჩენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის. 2017 წლის განმავლობაში 4-პუნქტიანი გეგმა იყო წამყვანი ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობით განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას და შემდგომი 3 წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics