|
2017-12-26 19:10:57, 2702 ნახვა
პოლიტიკა
დე-ფაქტო საგარეო მინისტრი - საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი შოტლანდიაში ძველ ადგილს დაუბრუნდა
შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში „საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს მოთხოვნით მოხდა, ძველ ადგილს დაუბრუნდა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-აბზახია" ავრცელებს. როგორც ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, ძეგლი დააბრუნეს და დააყენეს ძველ ადგილზე. "ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა გვაცნობეს, რომ დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდა“, - განაცხადა კოვემ. კოვეს თქმით, "არ შეიძლება ისეთ საკითხებზე თამაში, როგორიც ხსოვნაა". ცნობისთვის, რომ 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან კილმარნოკში აღმართული მემორიალის დემონტაჟი მოითხოვა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)