|
2017-12-26 14:45:50, 3023 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი - შინაპატიმრობის შემთხვევაში, სახლში ეკრანს დავაყენებ, რათა ხალხთან კონტაქტი გავაგრძელო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის შემთხვევაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რათა ხალხთან კონტაქტი განაგრძოს, - ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 3 იანვარს სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართება. "მათ სურთ ჩემი შინაპატიმრობა, რათა ურთიერთობა არ მქონდეს თქვენთან. თუ ჩამკეტავენ შინაპატიმრობით, თქვენ იცით ჩემი აივნის მისამართი. მექნება მიკროფონები. ვფიქრობ, სად ვიყიდო ახლა იაფად ეკრანი. ჩემი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ეკრანის დაყენებას ვაპირებ. მექნება ხმის სისტემა. ამ ეკრანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაინახავენ. წარმოიდგინეთ რა მაგარი სანახაობა იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)