13:25 - 07 Jul, 2026
|
2017-12-26 13:32:03, 2583 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ გაერო-ს დაფინანსება 285 მილიონი დოლარით შეუმცირა
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, ორგანიზაციის 2018-2019 წლის ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 285 მილიონი აშშ დოლარით იქნება შემცირებული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. „აშშ არ დაუშვებს იმას, რომ ამერიკელი ხალხის ხელგაშლილობა ვინმემ გამოიყენოს ან გაუკონტროლებელი დარჩეს“, - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, მანამდე, აშშ–ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმზე გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერდნენ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია 21 დეკემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)