|
2017-12-25 18:53:07, 2362 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტი 26 მაისს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სერჟ სარგსიანის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონის დადასტურებას. საქართველო მიესალმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველო განიხილავს, როგორც ევროკავშირისგან მნიშვნელოვან გზავნილს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2017 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველო - სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს სიმბოლურად დაემთხვა და აღნიშნა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე ახალი ფორმატის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ააშენეს. საქართველოს მიაჩნია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. საკითხი შეეხო, როგორც საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი ინტეგრაციით ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერჟ სარგსიანს რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ნოემბერში, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნით გადადგა და ასევე გაკეთდა განცხადება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პოსტის გახსნის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მიუწვდომელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის განათლების მიღების უფლება. პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვექტორის სახელმწიფოების თანამშრომლობისათვის, რომლითაც სარგებელის მიღება შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში განვითარებითა და ჯანსაღი კონკურენციით.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)