|
2017-12-24 10:24:07, 2182 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო დისციპლინის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ზომები იქნება მიღებული
„ეთიკის კოდექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას. გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ საპარლამენტო დისციპლინის მდგომარეობა გაუმჯობესდეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ეთიკის კოდექსზე" მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საერთაშორისო პარტნიორებიც იყვნენ ჩართულნი. „ გამოვიყენეთ საუკეთესო პრაქტიკა, ევროპული პრაქტიკა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში და ამის საფუძველზე მომზადდა ეთიკის კოდექსი. რა თქმა უნდა, სანქციები არ არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების, ასე ვთქვათ, ხარისხი, თუმცა, მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ეთიკის კოდექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტში ეთიკის სტანდარტების სათანადო დაცვას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო დისციპლინის უკეთ დასაცავად ცვლილებების განხორციელება იგეგმება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც. „ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ, ასე ვთქვათ, საპარლამენტო დისციპლინის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის იგეგმება რეგლამენტში ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ამ დისციპლინის უკეთეს დაცვას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)