00:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 16:17:46, 1671 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: სახელობითად დასახელდება ყველა დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლოდ, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მანდატურის სამსახურს იმ დეპუტატთა სიის მიწოდება დაავალა, რომლებმაც რეგისტრაცია ბარათების მეშვეობით გაიარეს.

„76 დეპუტატი ზის დარბაზში. რეგისტრირებულია 85. გამოვაქვეყნებთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც იყენებენ ბარათებს. რეგისტრაცია გაიარა 86 დეპუტატმა. მე ვთხოვ მანდატურის სამსახურს, მომაწოდოს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც ე.წ. ბარათების მეშვეობით გაიარეს რეგისტრაცია. როგორც გაირკვა 9 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია დაუსწრებლად ბარათის მეშვეობით. სამომავლოდ, იმისათვის, რომ იყოს აღკვეთილი ძალიან მკაცრად ასეთი პრაქტიკა, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც ბარათის მეშვეობით გაივლის რეგისტრაციას პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics