|
2017-12-20 23:58:07, 2481 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭს ხვალ, რიგგარეშე სესიაზე უყრის
პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ხვალ, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. სესიის გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება, ბიუროს წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი განცხადებით, პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, განკარგულება გამოსცა, რომლის მთავარ განსახილველ საკითხს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება წარმოადგენს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები 75 კანონპროექტს განიხილავენ. რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას ხვალ, 21 დეკემბერს, 12 საათიდან შეუდგება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)