|
2017-12-20 15:50:00, 1688 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ენერგეტიკული ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ ენერგოტარიფებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნადაც არ გაზრდილა, რაც პრემიერობის კანდიდატისვე განმარტებით, ხელისუფლების ეფექტური მუშაობის შედეგია. კვირიკაშვილი ამბობს, რომ უკრაინასა და სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო, რეგიონში ეკონომიკური კრიზისი შექმნა: „2014 წელს რაც მოხდა უკრაინაში, მე არ მგონია დედამიწის ზურგზე რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც ამის გათვლას მოახერხებდა. ჩვენმა რეგიონმა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გაიარა. ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდა ყველაზე ნაკლებად დაზიანებული სწორი ფისკალური, მონეტარული და სწორი შიდა ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. ვინაიდან მოხდა მნიშვნელოვანი დევალვაცია და ენერგეტიკის ფასწარმოქმნაში დოლარის კურსს ენიჭება ძალიან დიიდ წილი, და რამდენაც ვიცი, ისიც ახსენა ბატონა ბიძინა ივანიშვილმა, რომ გარკვეული პროგნოზები, რომელიც მას მიაწოდეს სხვადასხვა ექსპერტებმა, შეიძლება არ იყო ბოლომდე ზუსტი. 2014 წელს, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები და სირიის კრიზისი, რომელიც ასევე არ არის შორს საქართველოდან, იყო ძალიან დიდი ტექტონიკური ფაქტორი ჩვენს რეგიონში, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით. კიბატონო, ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ გაყვა მთლიანად სავალუტო კურსს და ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა ისეთ მასშტაბებში, რიმელიც ფასების კონტროლის თვალსაზრისით არ მოუტანდა ჩვენი ქვეყნის მოსახლოებას დამანგრეველ ეფექტს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც კვირიკაშვილი და ასევე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად იმყოფება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)