|
2017-12-20 15:29:24, 1627 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია
„რეფორმების მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი - ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, EBRD-სთან ერთად შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი და ასევე, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიაღის სექტორის რეფორმა. „შემიძლია შევეხო იმ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სახელმწიფოს შეუძლია და ძალიან მალე, ვფიქრობთ, რომ უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის წიაღის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფასური ერთ ჰექტარზე - 500 ლარს ვახდევინებთ ჩვენ კომპანიას, რომელსაც უნდა დაიძიოს გარკვეული უბანი. პრაქტიკულად, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს კონკრეტული უბანი. ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ და შევამცირებთ მნიშვნელოვნად ამ საფასურს იმისთვის, რომ მოხდეს კომპანიების სტიმულირება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაინერგოს წიაღისეულის მოძიების სწორი მეთოდოლოგია, სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს და რისი გამოყენება შეუძლია კერძო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაინერგოს უკვე დაძიებული მარაგის სწორად გამოყენების მეთოდოლოგია", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, თუ, მაგალითად, ქვის საბადოზე წახალისებული იქნება სწორი ტექნოლოგია და იქ მოხდება არა აფეთქებით, არამედ სწორი დაჭრით ქვის ამოღება, დამატებით ღირებულება ამ საბადოზე გაცილებით მეტი შეიქმნება და საბადოც არ დაზიანდება. „ეს იქნება სწორი და არა ის, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ერთჯერადად ააფეთქოს, კლდე მოხსნას და შესაბამისად ამით დაამთავროს ყველაფერი. აქ ტექნოლოგიურად ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ის მეთოდოლოგიაა დასანერგი, ლიცეზიის გაცემის დროს ლიცენზიას გაყვეს დამუშავების მეთოდოლოგიაც. ეს წაახალისებს ტექნოლოგიურ განახლებას და ახალ ინვესტიციებს დარგში", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)