|
2017-12-19 18:25:43, 2014 ნახვა
კომენტარი
ექიმი დაჭრილ მოზარდზე: თითქმის 1 ლიტრი სისხლი დაკარგა, 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით
ინგოროყვას კლინიკის ექიმის ვახტაგ ქაცარავას განცხადებით, პირველი რესპუბლიკის ბაღში დაჭრილმა მოზარდა თითქმის ერთი ლიტრი სისხლი დაკარგა. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს დაახლოებით 4-5 ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ასევე დაზიანება აღენიშნება ფილტვის არეში. "შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით, წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა, ასევე ინახა სისხლმდენი ადგილები. აღინიშნება ნეკნთაშორის არტერიის და ფილტვის დაზიანება, პერიკარდიუმის დაზიანება. გულის დაზიანება საბედნიეროდ არ არის, გადარჩა. დანით მიყენებული ჭრილობები აქვს გულ-მკერდისა და მუცლის არეში. სულ დაახლოებით 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც სისხლდენა გამოიწვია - თითქმის ერთი ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი. 15 წლის ასაკისაა პაციენტი და ეს იყო მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგი. თუმცა, სისხლდენა ოპერაციის დროს გაჩერდა, პაციენტს გადაესხა სისხლი და ახლაც მიდის გადასხმა. წნევა სტაბილურია. მე ვერ ვიტყვი, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე, მაგრამ მგონი უფრო სიკეთისკენ მივდივართ“, - განაცხადა ქაცარავამ. ცნობისთვის, მოზარდი დღეს პირველი რესპუბლიკის პარკში დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)