|
2017-12-19 16:17:57, 2451 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინელებს წინასაახალწლო პერიოდში არ შევაწუხებ - აქციები დროებით შეწყდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში აქციები დროებით შეწყდება, - ამის შესახებ LB.UA იუწყება. სააკაშვილმა აქციების შეწყვეტის მიზეზად წინასაახალწლო პერიოდი დაასახელა. "უკრაინელებს ამ წინასაახალწლო და წინასაშობაო პერიოდში არ შევაწუხებ - ეს უმადური საქმე იქნება. აქციების დროებით შეწყვეტას მხოლოდ ამას ვუკავშირებ“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მანვე დასძინა, რომ მისი მხარდამჭერების ნებისმიერ აქციაზე გარკვეული ტიპის პროვოკაციები ხდება. ყოფილმა პრეზიდენტმა ბოლო აქციის დროს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც სამართალდამცველებმა მისი მხარდამჭერები დაარბიეს. "ამიტომ, შემდეგში როდესაც ჩვენ დავგეგმავთ აქციებს, დაგვჭირდება კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ პროვოკაციებისგან თავი დავიცვათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)