00:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 10:50:10, 1978 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ მასწავლებლები დააჯილდოვა

„ლიბერთი ბანკმა“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე 11 მასწავლებელი დააჯილდოვა.

გამარჯვებულმა ათმა პედაგოგმა კონფერენციაზე სხვადასხვა რესურსის პრაქტიკაში გამოყენებისა და განხორციელებული სასწავლო პროექტების ამსახველი პოსტერები წარადგინა. ლიბერთის პრიზი გადაეცა იმ მასწავლებელსაც, რომელიც კონფერენციაზე პირველი დარეგისტრირდა.

ლიბერთი ბანკი მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორია და  ზოგადი განათლების მხარდაჭერის მიზნით არაერთი წარმატებული მასწავლებელი დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკი პრიორიტეტს სწორედ იმ პედაგოგებს ანიჭებს, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყოველწლიური კონფერენციის მიზანიც მასწავლებლებსა და ამ  სფეროს სპეციალისტებს შორის პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა.

აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

ლიბერთი ბანკის  ერთერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას  საგანმანათლებლო სექტორთან ურთიერთობა წარმოადგენს და  საბანკო სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. დღეისათვის ბანკის მომსახურეობით 1670 სკოლის 55000 პედაგოგი სარგებლობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მთლიანი რაოდენობის 81 პროცენტს შეადგენს.  მომავალში ლიბერთი ბანკი საგანმანათლებლო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას  გეგმავს.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics