|
2015-05-09 11:32:07, 416 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირნათელი წარსდგება
დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირნათელი წარსდგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, გუშინდელი პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. „დარწუმენული ვარ, რომ გუშინდელი დღე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გუშინ, 12 საათიანი განხილვის, დებატების შემდეგ, პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი განხილვა საქართველოს უახლოესი პერიოდის მთავრობაში. მთავრობამ წარმოადგინა ძალიან დეტალური და კომპლექსური მომავლის გეგმა. მთავრობას აქვს გაცნობიერებული, რაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კონკრეტული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ წარდგება პირნათელი ქართველ ხალხთან. რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, რაც არ უნდა მწვავე ფორმით იყოს გამოთქმული, ჩვენს ეს გვესმის. თუ რაიმე რაციონალურია სერიოზულ ყურადღებას დავუთმობთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრთან თაბარ ბერუჩაშვილთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)