21:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 20:31:08, 2024 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: საშემოდგომო სესიის მთავარი მიღწევა არის საკონსტიტუციო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესიის მუშაობა შეაჯამა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებული წლის მთავარი მიღწევა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი. მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ სამი მოსმენით. ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ ევროპული ტიპის, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი კონსტიტუცია, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის, ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ავტოკრატია. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა კონსტიტუციებმა საქართველოს მოუტანა ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები. ამის პრევენციას ემსახურება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები და სწორედ ამის პრევენციას ძალიან მყარად უზრუნველყოფს ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics