|
2017-12-15 19:15:37, 1911 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება დაიხარჯება
მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯები ჯამურად, 338 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც 2017 წლის ხარჯებს 41 მლნ ლარით აღემატება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელიც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებს აცნობს. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილი 861 მლნ ლარს შეადგენს, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მიღებული 14 მლნ ლარი ემატება. „აღნიშნულ ხარჯებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებში - 12 მლნ; სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის შემადგენლობის მოდერნიზაციის მიმართულებით, ჯამში 22 მლნ ლარამდე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში წელსვე იქნება მობილიზებული. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა აღარ არის მოცემული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, მეტროსადგურების რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის 11 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რომელიც 2018 წლის განმავლობაში, ჯამში 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას მოიცავს; საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისთვის - 7,4 ლარი დაიხარჯება; საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის კი - 28,5 მლნ ლარი. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.
(NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)