|
2017-12-14 11:20:56, 2248 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილს არა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ვადანაშაულებთ
უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ტელეარკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა. როგორც ლუცენკომ განმარტა, სახელმწიფო გადატრიალებაში სააკაშვილის თანამოაზრე სევერიონ დანგაძეა ეჭვვმიტანილი. „ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ეჭვმიტანილად არ მივიჩნევთ. ჩვენ მის თანამოაზრეს სევერიონ დანგაძეს გადატრიალების მცდელობაში და ამ მცდელობის დაფინანსებაში ვადანაშაულებთ. თვითონ სააკაშვილის მიმართ ბრალდება მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობას ეხება“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. ამასთან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის წევრებმა იმიტომ დააკავეს, რომ გამოძიებას სწორედ ისინი ატარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)