|
2017-12-14 10:03:25, 2311 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიამ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ახალი დირექტორი დანიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი დანიშნა. ეკატერინე მაჭავარიანი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრია. 2009-2017 წლებში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2008-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ეროვნული კოორდინატორი იყო. 2006-2007 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში რეფორმებისა და სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005–2006 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარებას, ევრო და ჩრდილო ატლანტიკურ ინტეგრაციას და პროექტების მართვას უხელმძღვანელებს. (NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)