|
2017-12-13 14:58:18, 1771 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2018 წლისთვის ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული მაჩვენებლები 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება. „თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახრაძემ. მინისტრის განმარტებით, 2018 წელს მშპ-ს დეფლატორი მომდევნო წლისთვის 3.5%-ის, ხოლო შემდგომ წლებში 3.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ პარამეტრებზე დაყრდნობით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი მოცულობა 2018 წელს 40.6 მილიარდი ლარს, ხოლო 2021 წლისთვის 52,1 მილიარდ ლარს შეადგენს. (NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)