|
2017-12-13 14:45:37, 3524 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ე.წ. კანონიერ ქურდებს - „დათო ქუთაისკის“, „შოთიკო ბოლნისკის“ და „სტალინს“16-17 წლით პატიმრობა მიესაჯათ
საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ PrimeCrime იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დავით სებისკვერაძესთან (იგივე დათო ქუთაისკი, ვარლამიჩი, "კალიასკა") ერთად, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ასათიანი („შოთიკო ბოლნისკი“) და ლაშა უგრელიძე (იგივე „სტალინი“) მიეცა. მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ ბუძიშვილი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში ამავე ბრალდებით დააკავეს, სასამართლოს ვერ მოესწრო, რადგან მიმდინარე წლის აპრილში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო გარდაიცვალა. მედიის ცნობით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქუთაისურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მის საქმეებს, სავარაუდოდ, გაიოზ ზვიადაძე („გია კუტაისკი“) გადაიბარებს. გამოცემა წერს, რომ საბერძნეთშ ათობით ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობს, რომელთა უმეტესი ნაწილი თბილისიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდანაა. მათ შორის ყველაზე გავლენიანები ლევან შუშანაშვილი და დავით სებისკვერაძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)