|
2017-12-12 11:58:19, 2235 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი სააკაშვილზე: დამერწმუნეთ, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება
„დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, რომელზეც უკვე ბევრი კომენტარი გაკეთდა, სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია. „მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)