23:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 15:55:29, 2035 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ბიზნესს ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმები გავაცანით

„ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ გამართულ შეხვედრას ძალიან საინტერესო უწოდა.

"შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნესს გავაცანით ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ- ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის, რადგან იგი დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს  ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღგ-ს რეფორმის ნაწილზე ის დეტალურად საუბარს პარლამენტში გამოსვლისას გეგმავს.   

"ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს, ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის", -აღნიშნა ბახტაძემ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics