|
2017-12-11 12:49:51, 2256 ნახვა
ეკონომიკა
9 თვეში, საქართველოში შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მილიარდ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის III კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. „2017 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 23.3 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო - 10.7 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის III კვარტალში 61.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 116.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 72.3 მლნ. აშშ დოლარით“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად. 2017 წლის დაზუსტებული მონაცემები 2018 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)